პროექტის შესახებ

XXI-ე საუკუნე თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია. ეს არის დრო, როცა ჩვენი ცხოვრება უშუალო კავშირშია ციფრულ ტექნოლოგიასთან, სოციალურ ქსელებთან.


ჩვენ ცხოვრებაში ტექნოლოგიების მნიშვნელოვანი

თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნახტომი, უდიდესი მიღწევაა. ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, ნებისმიერი საქმე გააკეთოს უფრო სწრაფად და მარტივად, უფრო დახვეწილი გახადოს მისი შემოქმედებითობა და მუდმივად სიახლეების ძიებაში იყოს ჩართული. დღევანდელ სამყაროში, ნებისმიერი საქმიანობის სფერო, განათლება, ბიზნესი, თუნდაც ადამიანური ურთიერთობები, ყველაფერი ტექნოლოგიებზე გადის.

 ტექნოლოგიებმა შეცვალეს ადამიანის მსოფლმხედველობა 

ისინი მოქმედებენ ჩვენს მეხსიერებაზე, ყურადღებაზე, დიდ ზეგავლენას ახდენენ როგორც ბავშვებზე, ასევე ნებისმიერი ასაკის ადამიანზე. რაც უფრო მეტად დაიწყო ტექნიკამ განვითარება და უფრო მეტი რამ გამოიგონა ადამიანმა, მით უფრო მეტად გართულდა მისი ცხოვრება და მით უფრო ნაკლები დრო აქვს მას. ერთი  შეხედვით თანამედროვე ტექნოლოგიები ამარტივებენ ადამიანის საქმიანობას და ზოგავენ მის დროს. მაგრამ, დღეს როგორც კი ადამიანს თავისუფალი დრო გამოუჩნდება ის სხვა საქმეს წამოიწყებს. ადამიანი იმდენად არის მიჩვეული ეკრანთან მონოტონურ მუშაობას, რომ ავტომატურად ახალ საქმეს წამოიწყებს, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემა.  გარდა ამისა, მისი ცხოვრება სულ უფრო მეტ დანახარჯებს მოითხოვს და ამიტომ ისიც დამატებითი შემოსავლის წყაროს ეძებს.

ტექნოლოგიებმა შეცვალეს ადამიანის ფიზიოლოგია

  ვფიქრობთ, ვგრძნობთ და სიზმრებსაც სხვანაირად ვნახულობთ. ტექნოლოგიები ზემოქმედებენ ჩვენს მეხსიერებაზე, ყურადრებაზე, ძილის ციკლზეც კი. ეს ყველაფერი უკავშირდება მეცნიერულ მოვლენას – ნეიროპლასტიკურობას ანუ ტვინის უნარს, შეცვალოს ჩვეულებრივი ქცევა ახალი გამოცდილების მიხედვით. ამ შემთხვევაში მოქმედებს ინტერაქტიული ტექნოლოგიები და ინტერნეტიდან მიღებული ინფორმაციის დიდი ნაკადი.ინტერნეტმა კიდევ უფრო პოპულარული გახადა კომპიუტერი, რამდენადაც ის დღევანდელი პრობლემების მოგვარებაშიც უფრო იოლად გვეხმარება. ზღვა ინფორმაცია, რომელსაც მისი საშუალებით ვიღებთ, გვაწვდის განათლების მიღების, სხვადასხვა კითხვაზე პასუხის მიღების შესაძლებლობებს. შესაბამისად, თვითგანათლება სულ უფრო აქტუალური თემა ხდება. თუმცა ინტერნეტსა და კომპიუტერს დიდი ზიანის მოტანაც შეუძლია და ბევრ პრობლემას იწვევს. ეს ბოლო წლებში უფრო თვალსაჩინო გახდა და უფრო მეტი ადამიანი განიცდის გავლენას. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც საკმაოდ აქტუალურია, ეს არის სოციალური ქსელების გავლენა საზოგადოებაზე.


ყოველდღიურად უამრავი ადამიანი კარგავს უძვირფასეს დროს სხვადასხვა ინტერნეტ-საიტებზე, ბლოგებზე, სოციალურ ქსელებში. დღეს არავის უკვირს Facebook-ი, რომელზეც თითქმის ნახევარი მსოფლიოა დარეგისტრირებული, მეტი თუ არა. თუმცა ფაქტია, ადამიანური ურთიერთობები ვირტუალური სამყაროს მიღმა რჩება. ვერ ვაცნობიერებთ ბოლომდე ყოველდღიურად რამდენ დროს ვკარგავთ, როგორ გვითრევს და თავისკენ გვიზიდავს ეს ყველაფერი. რამდენად დავშორდით გარე სამყაროს და როგორ ნელ-ნელა გვაკარგვინებს იმ დროს, რომელიც არასოდეს დაბრუნდება.

წყარო:
კომპიუტერული ტექნოლოგიების გავლენა ბავშვებზე



21- საუკუნე შეუძლებელია წარმოვიდგინოთ სხვადასხვა ტექნიკის გარეშე, რომლებთან კონტაქტი ბავშვებსაც ხშირად უწევთ. მსოფლიო მაშტაბით  ბავშვების უმრავლესობას კომპიუტერებთან წვდომა სკოლაში აქვს, ხოლო 3 იდან 2- სახლშიც. დისკუსია ამის შესახებ ძალიან ხშირია შობლებს, მასწავლებლებსა და სხვა კომპეტენტურ ადამიანებს შორის, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ პატარები უნდა გაიზარდონ ტექნიკის კომპეტენტური მომხმარებლები, რათა სამომავლოდ შეძლონ სამუშაოსა და ყოველდღიური ცხოვრების წარმატებით წარმართვა .

წყარო:


No comments:

Post a Comment

მოგესალმებით ყველას! მე გახლავართ ვუგარ სამედოვი. ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი. ...